Head

მუსიკალური Community

Posted by Head in January 3, 2010

ასე თუ ისე, პირველი პოსტის შემდეგ ვიდეოს ჩაწერა მინდოდა, თუმცა იმის გამო რომ ციფრულის ელემენტები არ მაქვს და საყიდლად გასვლაც მეზარება და ფულიც არ მაქვს მაგისთვის, გადავწყვიტე ეს ამბავი წერილობითი სახით მომეწოდებინა.

მოკლედ, ზაფხულიდან ვგეგმავ მუსიკალური Community-ს ჩამოყალიბებას, რაც მოიცავს ყველანაირ სტილის მუსიკას, იქნება ეს ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, პოპი, როკი, მეტალი თუ კლასიკა არ აქვს მნიშვნელობა. ამ საქმის მარტო წარმოება არც თუ ისე ადგილია, ასე რომ თუ ვინმე შემომიერთდება ამ საქმეში და ერთმანეთს ჩვენ აზრებს და ცოდნას გავუზიარებთ ძალიან გამიხარდება და მოხარული დავრჩები.

რას მოემსახურება საზოგადოება(?)
შერჩეული იქნება რამდენიმე, ასე ვთქვათ, ლექტორი, რომლებიც წაიყვანენ ლექციებს “სტუდენტების” წინაშე (სიტყვა სტუდენში არ იგულისხმება უნივერსიტეტში/ინსტიტუტში მოსწავლე სტუდენტები; ამ ჩამოყალიბებაში იქნებიან სტუდენტები, რომლებსაც შეეძლებათ ნებისმიერ ლექციას უფასოდ დაესწრონ).

თემები იქნება როგორც მუსიკაზე, ასევე ზოგად თეორიებსა თუ ისტორიებზე. ნებისმიერი ლექციის დასწრება იქნება უფასო ნებისმიერი მსურველისთვის, კოლექტივი კი იარსებებს ხალხის შემოწირულობებზე – არ იქნება შემოწირულობა არ იქნება ლექცია, რადგან დამეთანხმებით, რომ ადვილი არ არის, თუნდაც ყოველ თვე ადგილი იქირაო, რომ უფასოდ წაიკითხო ლექცია, ან უბრალოდ გამოთქვა აზრი ნებისმიერ თემაზე.

რა ტიპის ლექციები იქნება(?)
ლექციები იქნება ყველანაირ მუსიკალურ სტილზე. შესაბამისი ლექტორი წაიკითხავს თემას იმ მუსიკალურ სტილზე რომელიც მას სურს. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია წაიკითხოს ლექცია იმის შესახებ რაც სურს.

ეს ყველაფერი, რაც ზემოთ წაიკითხეთ არის დასამუშავებელი. ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ იდეაა, შეიძლება ეს ყოველივე (რაც ზემოთ წერია) შეიცვალოს მას შემდეგ, რაც სხვა ადაიანი თუ ჯგუფი შემომთავაზებს თავის აზრს. ასევე ინფორმაცია არ წერია სრულად, მხოლოდ ის დავწერე რაც პოსტის წერის დროს გამახსენდა.

ეს საზოგადოება იქნება მსგავსი, როგორიც არის Temple of Hip Hop, Zulu Nation და სხვა.

Hello World

Posted by Head in January 1, 2010

ასე და ამ გვარად, დღეს, პირველ იანვარს გაიხსნა ეს ბლოგი.

ბლოგზე იქნება საუბარი იმის შესახებ რაზეც მე მსურს. თუ რომელიმე სხვა ბლოგერს ან უბრალო ბლოგის წამკითხავს დააინტერესებს ჩემი აზრი ამა თუ იმ თემაზე, ან ჩემი შეფასება ამა თუ იმ ფაქტზე, შეუძლია როგორმე, ან ფორუმის სახით ან ბლოგზე კომენტარის სახით, გამაგებინოს და მე ვეცდები, რომ განხვიხილო თემა.

ამჟამად კი გაუპატიურებული კატასავით ვარ, რამდენიმე წუთის წინ გაღვიძებული. მოკლედ და ამ გვარად, ეს არის პირველი პოსტი და თქვენ შეგიძლიათ ყოველ დღე, დღეში რამდენჯერმეც კი, შემოხვიდეთ აქ და წააწყდეთ ახალ ნაწერს თუ ვიდეო პოსტს.

ეს კი, უბრალოდ ის სიმღერა, რომელსაც მე ამ ბოლო დროს ყველაზე ხშირად ვუსმენ:

btw, გილოცავთ ახალ წელს! – ჩემთვის ეს არ არის რამე განსაკუთრებული დღესასწაული, მაგრამ მასაში ასეა, ამიტომაც გილოცავთ რა, მაინც.

Calendar

May 2012
M T W T F S S
« Jan    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031